კომპანიის შესახებ
"ტერაკონი" ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ახალი ბრენდია, რომელიც ძლიერი გამოცდილებისა, პროფესიონალი გუნდისა და მასშტაბური ხედვის მქონე ჰოლდინგის „სიბიეს ჯგუფის“ ნაწილია.
„სიბიეს ჯგუფის“ პორტფელი აერთიანებს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა: „თელასი“, „თბილისი ენერჯი“, „სელფი მობაილი“, საქართველოს ლატარიის კომპანია“ „თბილისის მიკროავტობუსები“ ღვინის კომპანია "მარნაველი" და სხვა.
ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. გააზრებული არქიტექტურით, ფუნქციური დაგეგმარებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ხარისხით, რომელიც თითოეულ დეტალში იგრძნობა.
ბრენდის პირველი პროექტი - ტერაკონი ხეივანი ამ ფილოსოფიის პირდაპირი გამოხატულებაა. თანამედროვე არქიტექტურა, მრავალფეროვანი და პრაქტიკული დაგეგმარებები, ადამიანზე მორგებული ინფრასტრუქტურა და სივრცეები, სადაც თითოეული კვადრატული მეტრი ფუნქციურია და ყველაფერი ერთ მთავარ იდეას ემსახურება: სახლი, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა.
"ტერაკონის" მთავარი ძალა მისი გუნდია, სხვადასხვა მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რომლებსაც ერთი ხედვა აერთიანებთ: შექმნან თანამედროვე სტანდარტების პროექტები და ბრენდი, რომელიც ხარისხთან, სანდოობასთან და სწორ არჩევანთან ასოცირდება.
„სიბიეს ჯგუფის“ გამოცდილება და ძლიერი ბიზნესფუნდამენტი განსაზღვრავს ტერაკონის მთავარ ღირებულებებს: სტაბილურობას, სანდოობასა და განვითარების თანამედროვე მიდგომებს.
და ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ ახალი პროექტები, ახალი ლოკაციები და დიდი გეგმებია, რომლებიც ეტაპობრივად გააფართოებს ტერაკონის პორტფელს და მის პოზიციას საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე