ტერაკონის პირველი პროექტის „ტერაკონ ხეივნის“ გაყიდვები დაიწყო
დეველოპერული ბრენდი ტერაკონი ოფიციალურად იწყებს თავისი პირველი პროექტის ტერაკონ ხეივნის გაყიდვებს. ეს არის პრემიუმ, ხარისხის, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც შექმნილია ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ ხარისხს, კომფორტსა და გააზრებულ სივრცით გადაწყვეტილებებს.
ტერაკონ ხეივანი მდებარეობს აღმაშენებლის ხეივანში, 13 ასურელი მამის ქუჩაზე .
პროექტი აერთიანებს ყველაფერს, რაც თანამედროვე ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს: ფუნქციურ არქიტექტურას, პრემიუმ ხარისხის სამშენებლო მასალებს, ეფექტურ დაგეგმარებასა და მრავალფეროვან საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას.
3 300 მ² ფართობზე განვითარებული კომპლექსი ორ 19-სართულიან საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს. პროექტში გათვალისწინებულია ლობის ტიპის სადარბაზოები, კონსიერჟის მომსახურება, საცურაო აუზი, თანამედროვე სპორტული დარბაზი, კომერციული სივრცეები, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო და დასასვენებელი ზონები, ასევე ორ დონიანი მიწისქვეშა პარკინგი.
პროექტში ბინების მრავალფეროვანი არჩევანია, როგორც პატარა სტუდიოს ტიპის ბინები 35.5 მ²-დან ასევე 2 საძინებლიანი და 3 საძინებლიანი ბინები 249 მ²-მდე.
ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბინების დაგეგმარებას. თითოეული კვადრატული მეტრი მაქსიმალურად ეფექტურადაა გამოყენებული, რათა მობინადრეებმა მიიღონ პრაქტიკული, ნათელი და ფუნქციური საცხოვრებელი სივრცე, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს.
კომპლექსის პირველ, მეორე და მესამე სართულებზე განთავსდება კომერციული ფართები, რაც მომავალ მობინადრეებს ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად შეუქმნის და საცხოვრებელ გარემოს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
პროექტის მშენებლობისას გამოიყენება მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებები, რაც შენობის უსაფრთხოებას, ენერგოეფექტურობასა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს.
„ტერაკონი“ მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილ და მათ საჭიროებებზე მორგებულ გადახდის პირობებს, მათ შორის 30-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას, რაც ბინის შეძენას კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და კომფორტულს ხდის.
„ტერაკონი“ ქმნის არა მხოლოდ საცხოვრებელ კომპლექსებს, არამედ გარემოს, სადაც ხარისხი, კომფორტი და ადამიანის ყოველდღიური საჭიროებები ერთიანდება. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება ბრენდის პირველი პროექტიც „ტერაკონ ხეივანი“, რომლის გაყიდვებიც უკვე ოფიციალურად დაიწყო.
ტერაკონი - სახლი, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა.
