კომპანიის შესახებ

"ტერაკონი" ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ახალი ბრენდია, რომელიც ძლიერი გამოცდილებისა, პროფესიონალი გუნდისა და მასშტაბური ხედვის მქონე ჰოლდინგის „სიბიეს ჯგუფის“ ნაწილია. „სიბიეს ჯგუფის“ პორტფელი აერთიანებს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა: „თელასი“, „თბილისი ენერჯი“, „სელფი მობაილი“, საქართველოს ლატარიის კომპანია“ „თბილისის მიკროავტობუსები“ ღვინის კომპანია "მარნაველი" და სხვა. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. გააზრებული არქიტექტურით, ფუნქციური დაგეგმარებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ხარისხით, რომელიც თითოეულ დეტალში იგრძნობა. "ტერაკონის" მთავარი ძალა მისი გუნდია, სხვადასხვა მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, რომლებსაც ერთი ხედვა აერთიანებთ: შექმნან თანამედროვე სტანდარტების პროექტები და ბრენდი, რომელიც ხარისხთან, სანდოობასთან და სწორ არჩევანთან ასოცირდება. „სიბიეს ჯგუფის“ გამოცდილება და ძლიერი ბიზნესფუნდამენტი განსაზღვრავს ტერაკონის მთავარ ღირებულებებს: სტაბილურობას, სანდოობასა და განვითარების თანამედროვე მიდგომებს. და ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ ახალი პროექტები, ახალი ლოკაციები და დიდი გეგმებია, რომლებიც ეტაპობრივად გააფართოებს ტერაკონის პორტფელს და მის პოზიციას საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე

Terracon-ის საცხოვრებელი პროექტის ვიზუალიზაცია

ჩვენი ღირებულებები

სანდოობა და სტაბილურობა

მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიული რესურსი და გრძელვადიანი ხედვა ქმნის სანდო საფუძველს თითოეული პროექტის სტაბილური განვითარებისთვის.

გრძელვადიანი ხედვა

ვავითარებთ პროექტებს გრძელვადიანი ხედვით და თანმიმდევრული განვითარებით. ამ გზაზე უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი პრინციპი - შევქმნათ სახლი, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა.

დეტალებზე ზრუნვა

გვჯერა, რომ წარმატებული პროექტი დეტალებზე ზრუნვით იქმნება. სწორედ ამიტომ, თითოეული სივრცე, დაგეგმარება და გადაწყვეტა გააზრებულია ისე, რომ უზრუნველყოს მაქსიმალური ფუნქციურობა, კომფორტი და ცხოვრების მაღალი ხარისხი.

გუნდი

ელდარ ახვლედიანი

ელდარ ახვლედიანი

დირექტორი

სალომე სიხარულიძე

სალომე სიხარულიძე

მარკეტინგის და გაყიდვების ხელმძღვანელი

მარიამ გურჩიანი

მარიამ გურჩიანი

გაყიდვების უფროსი მენეჯერი

სოფო ქერქაძე

სოფო ქერქაძე

გაყიდვების მენეჯერი

გიგა ყაჯრიშვილი

გიგა ყაჯრიშვილი

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი