სიახლეები

იდეიდან იდენტობამდე

Terracon
იდეიდან იდენტობამდე

ტერაკონი - სახლი, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა

იდეიდან იდენტობამდე, ტერაკონის შექმნის ისტორია

ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ახალი ბრენდი  „ტერაკონი“ (Terracon) - გამოჩნდა, რომლის უკანაც „სიბიეს ჯგუფის“ (CBS Group), მრავალწლიანი ბიზნესგამოცდილება, ძლიერი გუნდი და განვითარების გრძელვადიანი გეგმა დგას.

ტერაკონის შექმნისას ამოცანა მხოლოდ ახალი დეველოპერული კომპანიისთვის სახელის, ლოგოსა და ვიზუალური იდენტობის შექმნა არ ყოფილა. მთავარი მიზანი იყო ჩამოყალიბებულიყო ბრენდი მკაფიო ხასიათითა და ღირებულებებით, რომელიც თანამედროვე დეველოპმენტს ადამიანის საჭიროებების პერსპექტივიდან შეხედავდა.

როგორ გარდაქმნა Maverik-მა ურბანული გამოწვევები ბრენდის სტრატეგიად და რა არის ტერაკონის მთავარი დაპირება? ამ თემებზე ტერაკონის-ის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელს, სალომე სიხარულიძესა და Maverik-ის სტრატეგს, ნიკა გარსენიშვილს ვესაუბრეთ.

M: როგორ გაჩნდა ტერაკონის შექმნის იდეა და რა იყო მთავარი ამოცანა ახალი ბრენდის ფორმირებისას?

სალომე სიხარულიძე:
ტერაკონი ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ახალი ბრენდია, თუმცა მის უკან დგას „სიბიეს ჯგუფის“ მრავალწლიანი გამოცდილება და მასშტაბური ბიზნესხედვა. სწორედ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწყისი წერტილი-შეგვექმნა ახალი, დამოუკიდებელი დეველოპერული ბრენდი, რომელიც, ერთი მხრივ, დაეყრდნობოდა ძლიერ გამოცდილებასა და სტაბილურობას, ამავდროულად კი ექნებოდა საკუთარი იდენტობა, ფილოსოფია და განვითარების სტრატეგია.

დეველოპმენტში შემოსვლისას ჩვენი მიზანი ერთჯერადი პროექტის განხორციელება არ ყოფილა. გრძელვადიანი და დროში გამძლე ღირებულების შესაქმნელად კი აუცილებელი იყო ადამიანური სიმართლის მოძებნა და ბრენდის მასზე დაშენება. ტერაკონის შექმნის საფუძველი თანამედროვე მომხმარებლის შეცვლილი საჭიროებების გააზრება გახდა. დღეს ადამიანისთვის საცხოვრებელი მხოლოდ კვადრატული მეტრები აღარ არის, ის ეძებს გარემოს, სადაც ყოველდღიური, სტრესული დინამიკის შემდეგ სიმშვიდეს, კომფორტსა და დაცულობის განცდას მიიღებს.

თუ წლების წინ მთავარი კითხვა იყო - „აშენდება თუ არა?“, დღეს მომხმარებლისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია - „ როგორ აშენდება, ვისთვის იქმნება ეს სივრცე და რას შესთავაზებს ის ყოველდღიურ ცხოვრებაში?“

სწორედ ამ ხედვას ეფუძნება ტერაკონის მთავარი გზავნილიც - „სახლი, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა.“ გზავნილი რომელიც განსაზღვრავს: ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას, გააზრებულ გადაწყვეტილებებს, პასუხისმგებლობას შექმნილი გარემოს მიმართ და გრძელვადიან ღირებულებას, რომელიც დროსთან ერთად ინარჩუნებს აქტუალობას.

M: რა როლი აქვს „სიბიეს ჯგუფს“ Terracon-ის ბრენდის ჩამოყალიბებაში?

სალომე სიხარულიძე:
CBS ჯგუფი ისეთ მნიშვნელოვან აქტივებს აერთიანებს, როგორებიცაა: თელასი, თბილისი ენერჯი, სელფი მობაილი, საქართველოს ეროვნული ლატარია, თბილისის მიკროავტობუსი და სხვა . სხვადასხვა ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება ტერაკონს აძლევს ძლიერ ბიზნესსაფუძველს და შესაძლებლობას, განვითარებას თავიდანვე გრძელვადიანი პერსპექტივით შეხედოს. ამავდროულად, ტერაკონი უნდა იყოს დამოუკიდებელი დეველოპერული ბრენდი საკუთარი ხედვით, გუნდითა და განვითარების სტრატეგიით, რომელსაც მომხმარებელი კონკრეტულ ღირებულებებთან და ცხოვრების ხარისხთან დააკავშირებს.

M: „ნიკა, როგორ ითარგმნა ბიზნესის ეს ხედვა ბრენდის სტრატეგიაში?
რა გახდა Maverik-ისთვის მთავარი საყრდენი, რაზეც „ტერაკონის“ იდენტობა ააგეთ?“

ნიკა გარსენიშვილი:

ეს ალბათ ყველაზე რთული ამბავი იყო, რადგან საკომუნიკაციო თვალსაზრისით დეველოპერული ბაზარი სავსეა შაბლონური გზავნილებითა და ტაქტიკური ხმაურით.

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, უარი გვეთქვა შინაარსისგან დაცლილ დაპირებებზე და ბრენდი აგვეშენებინა ხელშესახებ, პრაქტიკულ ღირებულებაზე, რომელიც პირველ რიგში ბიზნესის მხარეს იქნებოდა სიმართლე.

ჩვენ არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ქალაქის ქაოსი კარს მიღმა, მაგრამ შეგვიძლია სრულყოფილად მოვაწყოთ ის სივრცე, სადაც ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ შევქმენით „კომპაქტური კომფორტის“ კონცეფცია - გარემო, სადაც არაფერია ზედმეტი და ყველაფერი თავის ადგილზეა. ეს პრინციპი გახდა მთავარი საყრდენი სამშენებლო გადაწყვეტილებების, ინტერიერის დიზაინისა და საბინაო ფონდის დაგეგმარებისას.

ამ ფილოსოფიას ეხმიანება ბრენდის სახელდებაც: „ტერაკონი“ (Terracon), რომელიც სიტყვების - Terra (მიწა/ტერიტორია) და Construction (კონსტრუქცია) კომპოზიტია და არსებული სივრცის ხელახლა, რაციონალურად მოწყობა-გადააზრებაზე მიანიშნებს.

ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა სრულიად ახალი დეველოპერული ბრენდი, რომელსაც საკუთარი, მკაფიო იდენტობა ექნებოდა, თუმცა ამავდროულად სწორად გადმოიტანდა იმ გამოცდილებას, სტაბილურობასა და სანდოობას, რომელიც მის უკან მდგომ ჯგუფს უკვე ჰქონდა.

M: როგორ აისახა ეს ფილოსოფია ბრენდის ვიზუალურ იდენტობასა და სლოგანში?

ნიკა გარსენიშვილი:
სტრატეგიის ვიზუალურად გადათარგმნის პროცესში მთავარი “პრაქტიკულობის” ცნება გახდა: დამაჯერებელი ტიპოგრაფიისა და „ტერაკოტას“ მიწის ფერების სინთეზით შევქმენით სადა, მაგრამ მასშტაბური სტილი, რომელიც ბრენდის მთავარი დაპირების პირდაპირი გაგრძელებაა - ისეთივე მოქნილი და ფუნქციურია, როგორც ტერაკონის არქიტექტურა, სადაც არაფერია ზედმეტი და ყველაფერი თავის ადგილზეა.

რაც შეეხება სლოგანს, „სახლი, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა“ იდეალურად კრავს ჩვენს სათქმელს, რადგან გულისხმობს როგორც ბინის ჭკვიანური გეგმარების იდეას, ისე იმ ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს, რასაც ადამიანი საკუთარ სახლში დაბრუნებისას ელოდება.

M: რამდენად რთულია დღეს ახალი დეველოპერული ბრენდის ბაზარზე პოზიციონირება?

სალომე სიხარულიძე:

დღეს დეველოპერული ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია და მომხმარებელს მეტი არჩევანის შესაძლებლობა აქვს. ამასთან, თავად მომხმარებელიც ბევრად უფრო ინფორმირებული და მომთხოვნია,  ის აღარ აფასებს პროექტს მხოლოდ ფასითა და მდებარეობით, არამედ უყურებს ბრენდის რეპუტაციას, გამოცდილებას, ღირებულებებს და იმას, რამდენად თანხვედრაშია მისი დაპირებები რეალურ პროდუქტთან.

ტერაკონის შემთხვევაში თავიდანვე გვინდოდა, რომ პოზიციონირება რეალურ ღირებულებებზე აგვეშენებინა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ვამბობთ ბრენდზე, არამედ ის, რამდენად თანმიმდევრულად აისახება ეს ჩვენს პროექტებში და როგორ გარდაიქმნება მომხმარებლის გამოცდილებაში.

M: სალომე, როგორია ტერაკონის დაპირება მომავალი მობინადრეებისთვის

სალომე სიხარულიძე:
ტერაკონი “პრაქტიკული ოპტიმისტია“, რომელიც მშენებლობას არა კვადრატული მეტრების, არამედ ცხოვრების ხარისხის პერსპექტივიდან უყურებს.
ჩვენი დაპირება მარტივია: როდესაც ტერაკონის სახლის კარს ხურავთ, ქალაქის ქაოსი, სტრესი და დისკომფორტი გარეთ რჩება.

ჩვენ ვთავაზობთ გარემოს, სადაც თითოეული დეტალი წინასწარ არის გათვლილი, “სიბიეს ჯგუფის” მასშტაბი და გამოცდილება კი იმის გარანტიაა, რომ ეს ხედვა მხოლოდ საკომუნიკაციო დაპირებად არ დარჩება და ჩვენი პირველივე პროექტიდან რეალობად იქცევა.

ტერაკონის პირველ პროექტში, ტერაკონი - ხეივანი, რომელიც აღმაშენებლის ხეივანში, 13 ასურელი მამის ქუჩა #124 ვითარდება და აერთიანებს ორ 19 სართულიან ბლოკს გაყიდვები უკვე დაწყებულია. ჩვენი გუნდი მზადაა, დაინტერესებულ პირებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს და მათ საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო უძრავი ქონების შერჩევაში დაეხმაროს.

terracon.ge

032 2 80 40 40

+995 501 44 44 42  /  +995 501 44 44 43

 

წყარო:

https://www.marketer.ge/terracon-sakhli-sadac-yvelaferi-adgilzea/

ყველა სიახლე

23 სექტემბერი, 2026

სხვა სიახლეები

არქივი
კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ

„ტერაკონი“ ახალი სახელია ბაზარზე, თუმცა მის უკან დგას გამოცდილება, მასშტაბი და ხედვა, რომელსაც თანამედროვე დეველოპმენტი სრულიად ახალ სტანდარტზე გადაჰყავს.

მეტი
სახლი, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა

სახლი, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა

უძრავი ქონების ბაზარზე ახალი დეველოპერული ბრენდი „ტერაკონი“ გამოჩნდა, რომლის მთავარი იდეა თანამედროვე ადამიანისთვის გააზრებული, ფუნქციური და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.

მეტი
ტერაკონის პირველი პროექტის ტერაკონ ხეივანის გაყიდვები დაიწყო

ტერაკონის პირველი პროექტის ტერაკონ ხეივანის გაყიდვები დაიწყო

ტერაკონის პირველი პროექტის „ტერაკონ ხეივნის“ გაყიდვები დაიწყო

მეტი