
გააზრებული სივრცე უკეთესი ცხოვრებისთვის
ტერაკონ ხეივანი პრემიუმ ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც აღმაშენებლის ხეივანში, ერთ-ერთ დინამიურად განვითარებად უბანში მდებარეობს და გამოირჩევა დედაქალაქის მთავარ სატრანსპორტო ნაკადებთან მოსახერხებელი კავშირით. იგი უზრუნვეყოფს ცხოვრების ახალ გამოცდილებას, სახლს სადაც ყველაფერი თავის ადგილზე და სადაც ყველა დეტალზე ნაფიქრია.
• 13 ასურელი მამის ქუჩა ( ტოიოტას ცენტრის უკან) • სწრაფი კავშირი ცენტრალურ ქუჩებთან • გააზრებული სივრცე უკეთესი ცხოვრებისთვის

მოსახერხებელი ლოკაცია
ტერაკონ ხეივანი სტრატეგიულად ხელსაყრელ ლოკაციაზე მდებარეობს, სადაც ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი რამდენიმე წუთის დაშორებითაა. საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები, სავაჭრო და სერვის ცენტრები. მრავალფეროვანი ურბანული ინფრასტრუქტურა მაცხოვრებლებს კომფორტულ და ეფექტურ ყოველდღიურობას უზრუნველყოფს პროექტის მდებარეობა იდეალურად აერთიანებს ურბანულ კომფორტსა და მშვიდ საცხოვრებელ გარემოს. ერთის მხრივ, იგი უზრუნველყოფს სწრაფ და მარტივ კავშირს ქალაქის მთავარ მიმართულებებთან, ხოლო მეორეს მხრივ, ქმნის კომფორტულ და დაბალანსებულ გარემოს საცხოვრებლად.
• სტრატეგიულად ხელსაყრელი ლოკაცია • ყველაფერი სახლთან ახლოს • სწრაფი წვდომა ქალაქის მთავარ წერტილებთან

ბინების მრავალფეროვანი არჩევანი და პრაქტიკული დაგეგმარება
ტერაკონ ხეივანში წარმოდგენილია სხვადასხვა კონფიგურაციის ბინები, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების განსხვავებულ მოთხოვნებს პასუხობს. თითოეული სივრცე დაგეგმილია ფუნქციურობის, კომფორტისა და ეფექტურობის გათვალისწინებით, რათა ყოველი კვადრატული მეტრი რეალურ ღირებულებად იქცეს და ყოველდღიური ცხოვრება უფრო მოსახერხებელი გახადოს.
• პრაქტიკული არქიტექტურული გადაწყვეტები • დეტალებზე ორიენტირებული საცხოვრებელი კონცეფცია • თანამედროვე ფორმისა და ფუნქციის იდეალური ბალანსი

მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა
3 300 მ² ფართობზე განთავსებული პროექტი ორ 19-სართულიან საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს და თანამედროვე ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან მოთხოვნას პასუხობს. კომპლექსი გამოირჩევა გააზრებული ინფრასტრუქტურითა და მაცხოვრებელზე ორიენტირებული სივრცეებით, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის. პროექტის შიდა ინფრასტრუქტურა მოიცავს კეთილმოწყობილ ეზოს, რეკრეაციულ სივრცეებს, საცურაო აუზს, დახვეწილ ლობის ტიპის სადარბაზოებსა და კონსიერჟის მომსახურებას. თითოეული ელემენტი შექმნილია იმისთვის, რომ მაცხოვრებლებს უსაფრთხო, თანამედროვე და მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემო შესთავაზოს, სადაც კომფორტი და ფუნქციურობა ჰარმონიულად ერთიანდება.
• თანამედროვე ცხოვრება გააზრებულ გარემოში • კომფორტზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა • კეთილმოწყობილი გარემო და მრავალფუნქციური სივრცეები
