ბათუმის პროექტის მთავარი არქიტექტურული რენდერი

ახალი პროექტი ძველ ბათუმში

„ტერაკონი“ წარმოგიდგენთ ახალ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტს ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მოთხოვნად ლოკაციაზე ძველ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. ძველი ქუჩები, ზღვის ჰაერი, ბულვარი, კაფეები, ქალაქის არქიტექტურა და რიტმი, რომელიც ბათუმს განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს. სწორედ აქ, ძველი ბათუმის გულში, „ტერაკონი“ ქმნის ახალ საცხოვრებელ სივრცეს. კომპლექსში დაგხვდებათ თანამედროვე დიზაინის ლობი, რესეფშენი და პრემიუმ კლასის სერვისები, რომლებიც ყოველდღიურ კომფორტსა და მომსახურების მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს.

ბროშურის ჩამოტვირთვა
ბათუმის პროექტის ღამის არქიტექტურული რენდერი

ძველი ბათუმი - საუკეთესო ლოკაცია

ძველი ბათუმი. მისამართი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პროექტი მდებარეობს ძველი ბათუმის გულში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ქალაქის ყველაზე გამორჩეულ და მოთხოვნად ლოკაციაზე. ზღვა, ბათუმის ბულვარი, ძველი ქალაქის ისტორიული ქუჩები, კაფეები, რესტორნები და ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები - ყველაფერი რამდენიმე წუთის სავალზეა. ეს არის ადგილი, სადაც იგრძნობთ ბათუმის ნამდვილი ხასიათს, ენერგის და ცხოვრების განსაკუთრებული რიტმს.

ბათუმის პროექტის შენობის წინა ხედი

პრემიუმ საცხოვრებელი სივრცე ძველ ბათუმში

ტერაკონი ბათუმის პროექტი 14-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ძველი ბათუმის გამორჩეულ ლოკაციას და თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის კომფორტს აერთიანებს. 14-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა ტიპისა და ფართობის ბინებს და მიწისქვეშა ავტოსადგომს. ბინების მრავალფეროვანი არჩევანი პასუხობს როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო მიზნებს. ძველი ბათუმის გამორჩეული ლოკაცია და ბინების განსხვავებული ფორმატები პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც პირადი სარგებლობისთვის, ისე საინვესტიციოდ.